ონის მუნიციპალიტეტში ადიდებულმა მდინარე რიონმა სახლები და სავარგულები დატბორა, ასევე დანგრეულია ხიდის ნაწილიც - Palitra News

ონის მუნიციპალიტეტში ადიდებულმა მდინარე რიონმა სახლები და სავარგულები დატბორა, ასევე დანგრეულია ხიდის ნაწილიც

2018-07-15 13:58:11+04:00

სტიქიის შედეგად რაჭაში, სოფელ ღებში მდინარე რიონმა უბნებს შორის დამაკავშირებელი ხიდი წაიღო.წყალმა მოსახლეობის საცხოვრებელი სახლებიც დატბორა. როგორც რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ განაცხადა, მდინარის ადიდება ძლიერმა წვიმამ გამოიწვია. მისი ინფორმაციით, გარესამყაროს მოწყვეტილია 60-მდე ოჯახი. გუბერნატორის თქმით, ასევე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ადიდებულია მდინარე ლუხუნიც და გადაკეტილია წესი-ურავის გზის მონაკვეთი.