"გალფი" თანამშრომლობას იწყებს ავსტრიულ ნავთობგიგანტთან და ქსელში მომხმარებელს OMV-ის მიერ მოწოდებულ ევრო 5-ის სტანდარტის საწვავს შესთვაზებს. OMV-ის საწავავის რეალიზაციის დაწყება კომპანიამ ახალი აქციით დაიწყო. მოწოდებით "გადმოდი გალფზე" კომპანია მომხმარებელს ხარისხიანი საწვავის არჩევას სთავაზობს და Gulf Club-ის ყოველ ახალ წევრს საჩუქრად 10 ლარის საწვავს ჰპირდება.
"გალფის" უმაღლესი ხარისხის ბენზინი და დიზელი რუმინეთიდან საქართველოსკენ ტანკერით მოემართება, ტრანსპორტზე დეტალურად მოწმდება პროდუქციის ხარისხი და მხოლოდ ამის შემდეგ იტვირთება ნავთობტერმინალზე, თუმცა, საწვავის ხარისხზე ზრუნვა აქ მხოლოდ იწყება და გალფის ხარისხის კონტროლის სამსახური პროდუქციას კიდევ რამდენიმე ეტაპზე ამოწმებს.