მასშტაბური აქცია საოკუპაციო ხაზთან ომის დაწყებიდან 9 წლისთავზე - აქციაში მონაწილეები თბილისში იკრიბებიან, რის შემდეგაც შიდა ქართლის მიმართულებით დაიძვრებიან. ღონისძიების ორგანიზატორი მოძრაობა ”ძალა ერთობაშია”, რომლის წევრებიც აქციაზე მისვლისკენ ყველას მოუწოდებენ. ცენტრალურ მაგისტრალზე - ოკუპირებული ტერიტორიიდან 400 მეტრში, ყარაფილა-ხურვალეთის მონაკვეთზე გაკეთდება ცოცხალი ჯაჭვი და შეკრებილები ამ ფორმით გააპროტესტებენ საქართველოს ანექსიას, რომელიც დღემდე გრძელდება. გაიხსენებენ ომში დაღუპულ გმირებს.