პალიტრანიუსზე გასული სიუჟეტის შემდეგ, აგვისტოს ომის დროს დაობლებული დიტო რაზმაძის ბედით ავიაკომპანია ჯორჯიან ეარვეისი დაინტერესდა. 17 წლის ზვიად რაზმაძე ახლა მეთორმეტე კლასელია. 7 წლის იყო როდესაც გორში რუსული თვითმფრინავების მიერ ჩამოგდებულმა ჭურვებმა ბიჭის მშობლები - ზვიად რაზმაძე და მისი 7 თვის მეუღლე მაკა მესწროფაშვილი იმსხვერპლა. ტავად კი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. ახლა ის გორის რაიონის სოფელ ხელთუბანში პაპა-ბებიასთან ერთად იზდება. ახლა ის აბიტურიენტია და სურს რომ სწავლა საავიაციოზე გააგრძელოს. პალიტრანიუსსა და პალიტრავიდეოზე მის შესახებ გასული სიუჟეტების შემდეგ, ომგამოვლილი ბიჭის ბედით ჯორჯიან ეარვეისი დაინტერესდა. ავიაკომპანიის დამფუძნებლის, თამაზ გაიაშვილის გადაწყვეტილებით, დიტო ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლის ჯორჯიან ეარვეისში, გაეცნობა საავიაციო სფეროს, სტაჟირების შემდეგ კი ავიაკომპანია მას მისი კვალიფიკაციის და სურვილის შესაბამისად, იქვე დასაქმების შესაძლებლობას მისცემს. ომზე და საკუთარი ოჯახის ტრაგესდიაზე მას საჯაროდ ამ დრომდე არავისთან უსაბრია, დუმილი კი მხოლოდ პალიტრანიუსთან დაარღია.
იხილეთ: