ომის 17 ვეტერანს, მაღალხარისხიანი გერმანული საპროთეზო საშუალებები გადაეცემათ. ეს 5 აპრილს დაწყებული ვეტერანების პროთეზირების მე-4 ეტაპის ფარგლებში განხორციელდება. სამმხრივი ურთიერთთანამშრომლობის შესახებ, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, გერმანულ კომპანია "ottobock"-ს და შპს "შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრს" შორის მემორანდუმი გაფორმდა. საპროთეზო საშუალებების დამზადება/მორგების მიზნით რეაბილიტაციის ცენტრს გერმანიიდან პროტეზისტ-სპეციალისტი ეწვია, რომელმაც ვეტერანებს კონსულტაციები გაუწია.