უკრაინაში ომის 120-ე დღეა. ვითარება ქვეყნის აღმსოავლეთთ დონბასის რეგიონში კვლავ დაძალბულია. მტრის ჯარები ინტენსიურად უტევენ სევერდონეცკსა და პოპასნაიას. მეორე ქალაქში, ხარკოვში სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა. დონბასში მასიური საჰაერო და საარტილერიო თავდასხმები ხორციელდება და მიზანი რეგიონის ეტაპობრივად განადგურებაა. უკრაინის მთავრობაში ამბობენ, რომ ქვეყნისთვის იარაღის მიწოდება უნდა დაჩქარდეს იმისთვის, რომ ომის ველზე თანაბარი პირობები შეიქმნას.