"ომეგა ჯგუფს" შემოსავლების სამსახურისა და კომპანია „სიქფა სიქურითი სოლუშენს ჯორჯიას" წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს. ისინი სასამართლოსგან მოითხოვენ, რომ შეწყდეს "ომეგა ჯგუფის" წინააღმდეგ განხორციელებული უკანონო ქმედებები და დაუყოვნებლივ გაიცეს აქციზური მარკები, რათა კომპანიამ აღადგინოს და შეუფერხებლად გააგრძელოს საწარმოო პროცესი.როგორც ომეგა ჯგუფის" გენერალურმა მენეჯერმა ლევან აღდგომელაშვილმა განაცხადა "ომეგა ჯგუფის" მიერ 3, 5 და 6 დეკემბერს განთავსებული 4 შეკვეთიდან დღემდე არც ერთი შეკვეთის დადასტურება არ მომხდარა.