„ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გავრცელებულ სკანდალური ჩანაწერებისა და თავად კომპანიის დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, მესამე სექტორი ეხმაურება. 13 არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადება საზოგადოებას საია-ს ხელმძღვანელმა გააცნო. სულხან სალაძის განცხადებით, ქვეყანა არის ღრმა კრიზისში და იმართება კრიმინალების ხელით.როგორც ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებული მოვლენები ქვეყნის მმართველობის სისტემაში არსებულ დემოკრატიის მძიმე კრიზისზე, ელიტური კორუფციის ცხად ნიშნებზე და არაფორმალურ კლანურ მმართველობაზე მიუთითებს. მესამე სექტორში ამბობენ რომ მმართველი გუნდის კომენტარებიდან გამომდინარე რჩება შთაბეჭდილება, რომ პარტია ცდილობს თავიდან აიცილოს პასუხისმგებლობა.