საქართველოს სახალხო დამცველი შუამდგომლობით მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს, შეჩერდეს იმ ნორმატიული აქტების მოქმედება, რომლებიც განსაზღვრავენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევას.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ, მოქალაქის საჯარო თანამდებობის დაკავებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებებს.
შესაბამისად, ომბუდსმენის აპარატს მიაჩნია საჭიროდ სადავო ნორმების შეჩერება, რაც ავტომატურად მოსამართლეთა შერჩევის პროცესს გააჩერებს.