ომბუდსმენმა პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან სალომე ზურაბიშვილის მიერ განხორციელებული შეწყალების აქტები გამოითხოვა.
ლომჯარიას თქმით სახალხო დამცველის აპარატი საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით კვლევის პროცესშია. სახალხო დამცველის თქმით, აპარატს აინტერესებს არიან თუ არა შეწყალებული ის პირები, რომლებიც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში არიან ბრალდებულები, მაგალითად, სიცოცხლის მოსპობაში, მკვლელობაში და როდის მოხდა მათი შეწყალება.