სახალხო დამცველის შეფასებით, წამებისა და არასათანადო მოპყრობის ან დასჯის პრევენციისა და გამოძიების თვალსაზრისით, შენარჩუნებულია პოლიციის მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების მიმართ მოპყრობის გაუარესების ტენდენცია.
სახალხო დამცველის ანგარიშში მოხვდა არასრულწლოვანთა მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შემთხვევებიც. მისივე განცხადებით პრობლემას სისტემური ხასიათი აქვს.
სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ არასათანადო მოპყრობის საქმეთა ეფექტიანად გამოძიების პრობლემა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის აქტიური მცდელობით დაიძლევა