სამმა ვიზიტმა დაგვანახა, რომ მკურნალობის მიდგომების თვალსაზრისით არსებითი ცვლილებები არ არის - განცხადება ამის შესახებ სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გააკეთა. ნინო ლომჯარია ამბობს, რომ სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრი ექიმების რეკომენდაციები ისევ შეუსრულებელია.
ლომჯარიას თქმით, დღევანდელი დასკვნა არის შემაჯამებელი ხასიათის და მოიცავს იმ სამი ვიზიტის შედეგებს, რომელიც შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ განხორციელდა. ლომჯარიას განცხადებით, ექიმებმა მიხეილ სააკაშვილი 23 ნოემბერს, 12 დეკემბერსა და 11 იანვარს მოინახულეს