სახალხო დამცველისა და პატიმრების შეხვედრასთან დაკავშირებით ინფორმაცის გასაჯაროების გამო ომბუდსმენის აპარატი გამოძიების დაწყებას და დამნაშავის დადგენას ითხოვს. სახალხო დამცველის მოადგილის თქმით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა და იუსტიციის სამინისტრომ ციხეში მათი ვიზიტის შესახებ ინფორმაცია კანონდარღვევით გაასაჯაროვეს.
როგორც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში აცხადებენ მათ 21 იანვარს გასაჯაროებული ვიდეოჩანაწერების მოპოვების, შენახვისა და გამჟღავნების კანონიერების შესწავლის მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შემოწმება. სახალხო დამცველის წერილის ოფიციალურად შემოსვლამდე დაიწყეს. საპარლამენტო უმრავლესობა კი აცხადებს რომ საქმის მასალები გასარკვევია და საფუძვლიანი შეფასებები ამის შემდეგ გაკეთდება.