სახალხო დამცველის მოსაზრება პრინციპში მისი მოსაზრებაა, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციები თვლიან, რომ როგორც მედიის მიმართულებით, ასევე პირადი თავისუფლების და ადამიანის უფლებების ყველაზე მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა ბოლო წლების განმავლობაში, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ომბუდსმენის ანგარიშის კომენტირებისას განაცხადა.ჟურნალისტები დაინტერესდნენ, თუ როგორ შეაფასებდა ომბუდსმენის მოსაზრებებს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან, ასევე მედიის თავისუფლების საკითხებთან დაკავშირებით კრიტიკულ მოსაზრებებს.