ამ საქმეში საუბარია საარჩევნო მიზნებით ზეწოლასა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, სახალხო დამცველის აპარატი ამ საქმის ყველა გარემოებას შეისწავლის და შესაბამისი დასკვნა ექნება. ამ ეტაპზე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ეს ერთ-ერთი პრიორიტეტული საქმეა სახალხო დამცველისთვის,"- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.