სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის არაკონსტიტუციურად ცნობაზე სარჩელი დაგვიანებული არ არის. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ კანდიდატების იუსტიციის სამინისტროში შერჩევის პროცესი კონსტიტუციის ორ მუხლს ეწინააღმდეგება - კანდიდატის შერჩევა ხდება ფარულად და დაუსაბუთებლად და კანდიდატს ერთმევა სამართლიანი სასამართლოს უფლება, რადგან ვერ ახდენს გადაწყვეტილების გასაჩივრებას.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში პლენუმი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების შესარჩევ წესთან დაკავშირებით სახალხო დამცველის სარჩელს განიხილავს.