წინასაარჩევნო, განსაკუთრებით კი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ჩატარებამდე პერიოდი დაძაბულობის, პოლარიზებისა და სიძულვილის ენის გამოყენების ფონზე მიმდინარეობდა, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც 2018 წელს ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა მიმოიხილა. როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, წინასაარჩევნო პერიოდში უპრეცედენტოდ აგრესიული და შეურაცხმყოფელი კამპანიის სამიზნე გახდნენ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები. მისი თქმით კონკრეტული ინციდენტები აბრკოლებს დემოკრატიულ განვითარებას და უარყოფითად აისახება ქვეყნის იმიჯზე.