სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პენიტენციურ სისტემაში არსებულ მდგომარეობასტან დაკავშირებით დღეს ანგარიში წარადგინა. როგორც ლომჯარია ამბობს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებისთვის პენიტენციურ დაწესებულებებში ვიზიტებისა და მონიტორინგის განხორციელება არამარტო გართულდა, არამედ საფრთხის შემცველი გახდა.
ომბუდსმენი აღნიშნულ ფაქტს 2020 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშს უკავშირებს რომელიც ციხეებში არაფორმალური მმართველობასა და კრიმინალურ სუბკულტურას შეეხებოდა. ლომჯარიას თქმით, აღნიშნულმა განსაკუთრებით მწვავე ხასიათი მიიღო უკანასკნელი თვეების განმავლობაში და დაწესებულებების ადმინისტრაციის და ე.წ. „ციხის მაყურებლების“ მიერ მართული პატიმრების გარკვეული ჯგუფი სისტემატიურად ახორციელებს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებზე სიტყვიერ თავდასხმებს, მუქარას და აგრესიას.