პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშომლებთან დაკავშირებული ინიციატივა არის მცდელობა იმისა, რომ საჯარო სამსახურის შესახებ კანონის გვერდის ავლით მოხდეს დასაქმება ან თანამშრომლების გათავისუფლება, რაც არაკონსტიტუციურია,- ამის შესახებ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით აცხადებს, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციის თანამშრომლებს სამართლებრივი სტატუსი ეცვლებათ. კანონპროექტის მიხედვით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროფესიული საჯარო მოხელეები ჩაითვლებიან ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად.