სახალხო დამცველი მოუწოდებს პარლამენტს, არ მიიღოს კანონი, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს სამართლებრივ სტატუსს უცვლის. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ ინიცირებული საკანონმდებლო ინიციატივა არღვევს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების შრომით უფლებებს, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციურ უფლებას არ გათავისუფლდნენ თანამდებობიდან დაუსაბუთებლად. „აღსანიშნავია, რომ თავად კანონპროექტის განმარტებით, ბარათში საერთოდ არ არის მითითებული თუ კონკრეტულად რამდენ ადამიანს შეეხება ეს ცვლილება. მოხმობილი ინფორმაცია ასევე ვერ ასაბუთებს ცვლილებების საჭიროებას. განსაკუთრებულ წუხილს იწვევს ის გარემოება, რომ კანონპროექტი პარლამენტს წარედგინა ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე რამდენიმე დღით ადრე“ - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.