ომბუდსმენი პარლამენტს მიმართავს, მოსამართლეების მხოლოდ ის რაოდენობა დანიშნოს, "რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია უზენაესი სასამართლოს ფუნქციონირებისთვის".
ლომჯარიას განცხადებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სახალხო დამცველის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევაზე დაკვირვებამ მრავალი პრობლემა გამოავლინა, რომლებმაც არსებითი გავლენა მოახდინეს პროცესის სამართლიანად, მაღალი სტანდარტებით წარმართვაზე.