"მზად ვარ, მამუკა ხაზარაძეს შევხვდე. მიმაჩნია, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი შემთხვევა. რეალურად, ამ პირის მიმართ გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც მაღალი თანამდებობის პოლიტიკურმა პირებმა გააკეთეს ძალიან მწვავე და კრიტიკული შეფასებები მის მიმართ" - აცხადებს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია. "თუ იქნება ისეთი გარემოება, სადაც ჩვენ შეგვიძლია ჩავერთოთ, როფორც ოფისი და გავუწიოთ მას დახმარება. მიმაჩნია, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი შემთხვევა" - განაცხადა ომბუდსმენმა