სახალხო დამცველის თქმით ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის მასალები გამოთხოვილი იქნა შესასწავლად ,რათა დადგინდეს გამოძიების მიმდინარეობისას რა კითხვები შეიძლება ყოფილიყო.ნინო ლომჯარია პარლამენტის წინ გაშლილ კარავში ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამას, ხვდება.კითხვაზე, რა ფორმით ჩაერთვება ომბუდსმენის აპარატი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში, ლომჯარიამ განაცხადა, რომ ისინი სასამართლო პროცესებს პირველივე დღიდან ესწრებოდნენ. თუმცა საქმის მასალებზე, დასკვნებზე, დაკითხვის ოქმებზე მათ აქამდე წვდომა არ ჰქონდათ.