სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ჯგუფური ძალადობის რომანტიზება არ უნდა ხდებოდეს. სახალხო დამცველი 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, თუ რა გზავნილებს გაავრცელებს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.
კითხვაზე, შესაძლოა, თუ არა, რომ პრეზიდენტის განცხადება აღიქმებოდეს, როგორც ძალადობის წახალისება, ლომჯარიამ განაცხადა, რომ ეს მესიჯი ასე აღიქმება.