ომარ ნიშნიანიძემ გემი "არგო" ააშენა და ფოთიდან ვანამდე გაცურვას აპირებს - Palitra News

ომარ ნიშნიანიძემ გემი "არგო" ააშენა და ფოთიდან ვანამდე გაცურვას აპირებს

2019-05-29 17:08:22+04:00

ყოფილი დეპუტატი, პროფესორი ომარ ნიშნიანიძე, 31 მაისიდან 2 ივნისამდე მომცრო გემით ფოთიდან ვანამდე რიონში გაცურვას აპირებს. მისი თქმით, გემის აშენება და ოქროს საწმისის ლეგენდის გაცოცხლება თავის სტუდენტებთან ერთად გადაწყვიტა. ისინი გემს სახელწოდებით "არგოს" 2 თვეა აშენებენ და მშენებლობა უკვე დასრულდა.

ომარ ნიშნიანიძის ინფორმაციით, პარასკევს ფოთიდან გემი გასაცურად უკვე მზად იქნება. "არგო", მალთაყვის უბანში, მდინარე კაპარჭინასა და პალიასტომის ტბის შესართავთან, 31 მაისს 5 საათზე საზეიმო ვითარებაში ჩაეშვება. გემით მსვლელობა ვანში, ჭყვიშთან გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმთან დასრულდება, მოგვიანებით კი, "არგო"ქუთაისში დაიდებს ბინას.