ომანის ყურეში ნავთობით დატვირთულ ორ ტანკერზე აფეთქება მოხდა. ტანკერებზე 44 მეზღვაური იმყოფებოდა, მათ შორის ერთი საქართველოს მოქალაქე. როგორც ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსმა თამარ იოსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, გემზე მყოფი 50 წლის ქართველი მეზღვაური უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი. მისივე თქმით, მეზღვაურის დამსაქმებელ კომპანიასთან ასევე ოჯახთან უწყებას მუდმივი კომუნიკაცია აქვს.