ომანის ყურეში ორ ტანკერზე აფეთქებები მცირე შუალედით მოხდა, რასაც ხანძარი მოჰყვა. გემებს დახმარებას ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალები უწევენ. ტანკერზე მყოფი ეკიპაჟის არც ერთი წევრი არ დაშავებულა, ამ დროისთვის ყველა მათგანი ევაკუირებულია. ადგილობრივმა მედიამ გამოთქვა მოსაზრება, რომ ტანკერებზე თავდასხმა განხორციელდა.
სააგენტო "ბლუმბერგის" ცნობით, დღევანდელი ინციდენტის შემდეგ ნავთობის ფასმა 3,9%-ით მოიმატა. დაზიანებული ორი ტანკერიდან ერთ-ერთზე 75 ათასი ტონა ნავთობია, მეორეზე კი მეთანოლი. დღევანდელ ინციდენტამდე ერთი თვით ადრე არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან კოორდინირებული თავდასხმა ერთდროულად ოთხ ტანკერზე მოხდა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მაშინ ბრალი ირანს დასდო.