სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების ფარგლებში, სოფელ ომალოში მაღალი სტანდარტების შესაბამისი 24-ნომრიანი სასტუმრო გაიხსნება. სასტუმრო ორსართულიანი იქნება და პირველ ეტაპზე 16 ადამიანი დასაქმდება. ინვესტიციის მოცულობა 550 000 ლარს შეადგენს. სასტუმროში განთავსებული იქნება მაღალი დონის რესტორანი. ახალი სასტუმრო 2018 წლის ზაფხულიდან ამოქმედდება.