გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის განაცხადებით, პუტინი არის ძალიან დიდი ქვეყნის ლიდერი, სადაც ბევრი ადამიანი ცხოვრობს. მისი თქმით, რუსეთს ბევრი საშუალება აქვს და სწორედ ამის გამოყენებით აწარმოებს სასტიკ ომს.კითხვაზე, როდის ამოიწურება პუტინის იარაღი და სახსრები, კანცლერმა განაცხადა, რომ ეს დანამდვილებით არავინ იცის და პუტინი დიდხანს ემზადებოდა, ასე რომ , ომის გაგრძელებას მართლაც დიდხანს შეძლებს. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ დასავლეთი უკრაინას იმდენ ხანს დაუჭერს მხარს, რამდენიც საჭირო იქნება მისი სიმშვიდის, დემოკრატიის, კანონის უზენაესობის და ყველაფერ იმის დასაცავად, რაც უკრაინელ ხალხს სურს.