გერმანია მოკავშირეებთან ერთად განიხილავს ომის შემდეგ, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებს, თუმცა ეს გარანტიები არ იქნება იგივე, რაც ტრანსატლანტიკური ალიანსის წევრისთვის. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გერმანულ ტელეარხ ARD-ს განუცხადა.
"ჩვენ ახლო მეგობრებთან ერთად განვიხილავთ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ საკითხს, რისი მიცემაც შეგვიძლია. ეს არის მიმდინარე პროცესი. მკაფიოა, რომ ეს ისეთივე არ იქნება, როგორც რომელიმე ნატო-ს წევრისთვის“, - განაცხადა შოლცმა.
ამასთან, შოლცმა განაცხადა, რომ ის "ძალიან შეშფოთებულია" მზარდი ენერგეტიკული ინფლაციის გავლენით და დასძინა, რომ "მომავალი წელი იქნება ყველაზე დიდი გამოწვევა".