გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, მას სურს, რომ „დიდი შვიდეულის“ შეხვედრაზე უკრაინისთვის „მარშალის გეგმა“ განიხილონ.
შოლცმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერისთვის ერთიანი ფრონტი შეიქმნება, როდესაც ის მომავალ კვირას „დიდი შვიდეულის“ ყოველწლიურ სამიტს უმასპინძლებს. კანცლერმა გერმანიის პარლამენტს განუცხადა რომ „უკრაინის აღდგენა თაობების ამოცანა იქნება“.
შეგახსენებთ, „დიდი შვიდეულის“ სამიტი გერმანიაში 26-28 ივნისს გერმანიაში გაიმართება.