საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ინფორმაციით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 37 მოქალაქეა გადმოყვანილი.
ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, არ უნდა იყოს სხვაობა იმ ჯანდაცვის სერვისის ხარისხში, რომელსაც მოქალაქეები იღებენ და მათ შორის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან. პრემიერის განმარტებით სწორედ ოკუპირებული ტერიტორებიდან გადმოსული ადამიანებისთვის მოხდა რუხის საუნივერსიტეტო კლინიკის სწრაფად გაშვება ფუნქციონირებაში.
"ჩვენ ყველანაირი რესურსის მობილიზებას გავაკეთებთ, რომ სხვაობა ჩვენმა მოქალაქეებმა არ იგრძნონ", - განმარტა პრემიერმა