ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პარლამენტში ანატოლი ბიბილოვის იმპიჩმენტის საკითხი ჩავარდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედიასაშუალება „რესი“ ავრცელებს.
იმპიჩმენტის ინიციატივა ე.წ.ი ოპოზიციის ნაწილს ეკუთვნის. ჩატარებული ფარული კენჭისყრის შედეგად, პარტია „ნიხასის“, სახალხო პარტიისა და დეპუტატთა გაერთიანების ნაწილმა - 13-მა „დეპუტატმა“ ბიბილოვის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა, ერთმა თავი შეიკავა, 20 ბიულეტენი კი, გაუქმდა. მანამდე, ფრაქციებმა - „ერთიანმა ოსეთმა“, „სახალხო ერთობამ“ და "კომუნისტებმა" სხდომათა დარბაზი დატოვეს და განსახილველ საკითხში მონაწილეობა არ მიუღიათ.
ბიბილოვის იმპიჩმენტის საკითხი მას შემდეგ დაისვა, რაც დე ფაქტო პრეზიდენტმა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შექმნის შესახებ დეკრეტთან დაკავშირებით პოზიცია დააფიქსირა.