ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ეგრედ წოდებული ლიდერი, ლეონიდ ტიბილოვი რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს შეხვდა. შეხვედრა მოსკოვში, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში გასამართ არჩევნებამდე ორი კვირით ადრე შედგა. ვლადიმერ პუტინმა თიბილოვს არჩევნებში წარმატება უსურვა და მომავალში ურთიერთობების გაღრმავების იმედი გამოთქვა. ლეონიდ თიბილოვის განცხადებით სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა რუსეთთან გაფორმებული თანამშრომლობისა და ინტეგრაციის ხელშეკრულების პოზიტიურ შედეგებს ხედავს და რუსეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა. ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ეგრედ წოდებული არჩევნები 9 აპრილს გაიმართება.