ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთი“ ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების ზეიმთან დაკავშირებით, საქართველოსთან ე.წ. საზღვარს სამი დღის განმავლობაში ჩაკეტავს. ამის შესახებ ინფორმაციას დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი ავრცელებს.24 აგვისტოს 20:00 საათიდან საქართველოსთან სახელმწიფო საზღვარზე გამარტივებული გადაკვეთის პუნქტებზე დროებით შეჩერდება მოქალაქეების გაშვება“, - ნათქვამია დე ფაქტო უწყების განცხადებაში.დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში ასევე აცხადებენ, რომ აღნიშნული პუნქტები მუშაობას 27 აგვისტოს 06:00 საათიდან გაანახლებენ.