ოკუპირებული ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს. როგორც სუს-ში განმარტავენ, აღნიშნული ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ცხელი ხაზის მეშვეობით დაუდასტურეს.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ორჭოსანის ბაზაზე რუსი ოკუპანტები გააქტიურდნენ, გამოიყვანეს გარკვეული ტექნიკა, იყო სროლა, რის გამოც ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო ხანძარი.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ცხელი ხაზიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წვრთნები მიმდინარეობს. ასევე ოკუპირებულ ტერიორიტიაზე ადგილი ჰქონდა მცირე ზომის ხანძარს. აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით საქმის კურსში იქნა ჩაყენებული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.