ოკუპირებულ ცხინვალში მასობრივ ღონისძიებებზე დაწესებული ყველა შეზღუდვა მოიხსნა - Palitra News

ოკუპირებულ ცხინვალში მასობრივ ღონისძიებებზე დაწესებული ყველა შეზღუდვა მოიხსნა

2021-02-10 14:47:15+04:00

ოკუპირებულ ცხინვალში მასობრივი ღონისძიებების, მათ შორის სადღესასწაულო, სამგლოვიარო და მემორიალური ღონისძიებების ჩატარებაზე კორონავირუსის გამო დაწესებული ყველა შეზღუდვა მოიხსნა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო RES-ი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება ოპერატიული შტაბის სხდომაზე მიიღეს, რომელსაც ოკუპირებული რეგიონის ე.წ. „პრეზიდენტი“ ანატოლი ბიბილოვი ხელმძღვანელობდა.

ცნობისათვის, ოკუპირებულ ცხინვალში, პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსის 2 901 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ვირუსს 60-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.