ოკუპირებულ ცხინვალში გუშინ გამოვლენილი კორონავირუსის რვა შემთხვევიდან 7 სამხედრო კურსანტია, რომლებიც სწავლებას რუსეთში გადიოდნენ. ინფორმაციას ე.წ. „იუგოსეტ პოტრებ ნადზორის“ ხელმძღვანელმა, მარინა კოჩიევამ განაცხადა.მისივე თქმით, ყველა ინფიცირებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ისინი იზოლირებულნი არიან და ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.
კოჩიევა აცხადებს, რომ ამჯერად ყველა პირს, რომელიც რუსეთის სამხედრო სასწავლებლებში გადიოდა სწავლებას, კორონავირუსზე ტესტს უტარებენ.
ცნობისთვის, გუშინ ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 8 შემთხვევა გამოვლინდა და თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ინფიცირებულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა.