ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მეხანძრეებმა დეფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამსართულიან შენობაში ხანძრის ლოკალიზება შეძლეს და ის კომპლექსის ძირითად ნაწილში არ გავრცელებულა, -ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება.მისივე ცნობით, დამწვარია 150 კვ.მ ფართი, რომლის ჩაქრობას ხუთი სახანძრო მანქანა ცდილობდა.საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, ხანძრის მიზეზი მოკლე ჩართვა გახდა. მისივე ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან.