ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ მედიცინის მუშაკებსა და შესაბამის ასაკობრივ ჯგუფებს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში ჩართვა შეეძლებათ.
როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მსურველებს ვაქცინის გაკეთება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე შეეძლებათ.
ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით კი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები ვაქცინაციის ჩატარებას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეძლებენ.
ამასთან, როგორც ტიკარაძემ აღნიშნა ოკუპირებული ტერიტორიის მკვიდრი სამედიცინო პერსონალისა და ასაკობრივი ჯგუფებისთვის ვაქცინების დოზა შეზღუდული არ იქნება.