აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები სტუდენტებისთვის, რომლებიც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სწავლობენ, სემინარი “საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობა და პერსპექტივები” გაიმართა. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში გამართული სემინარის მონაწილე 30-მდე ახალგაზრდას მთავარი მოხსენებით მიმართა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა. ერთდღიანი სემინარის ფარგლებში ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ ინფორმაცია მიეღოთ ნატოს დაარსების გარემოებებზე, მის ამოცანებსა და მიზნებზე.