ოკუპირებულ გალში ხანძრის გამო ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუირების გადაწყვეტილება მიიღეს - Palitra News

ოკუპირებულ გალში ხანძრის გამო ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუირების გადაწყვეტილება მიიღეს

2021-01-05 12:10:13+04:00

ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის რამდენიმე სოფელში, ზემო-ბარგებში, სიდასა და რეპო-ეწერში, ტყის ხანძარი გაჩნდა, რის გამოც თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. საგანგებო სიტუაციების მინისტრმა ლევ კვიცინიამ ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაციის აუცილებლობის შესახებ განცხადება გააკეთა.

გამოცემა „ეხოკავკაზის“ ინფორმაციით ძლიერი ქარის გამო ხანძრის ლოკალიზაცია ვერ მოხერხდა და ახლომდებარე სახლებამდე მიაღწია.

ხანძრის გავრცელების ფართობი და მასშტაბები ზუსტდება.