ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ვალერი ბგანბას განკარგულებით, გალისა და ოჩამჩირის რაიონებს შორის გადაადგილება აიკრძალა.
აფხაზური მედიის ინფორმაციით ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 30 მარტის 21:00 საათიდან რაიონებს შორის დროებითი "მილიციის კორდონი" აღმართა. აღსანიშნავია, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ალექსანდრე მოწერელიას ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთიდან 29 მარტს ზუგდიდში გადმოყვანილ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა.