დე ფაქტო რეჟიმის გადაწყვეტილებით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვიდან 1 თვე გავიდა. ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებულ ახალგორში იძულებით იზოლაციაში 21 მოსწავლეა. აღნიშნული მოზარდები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ სკოლებში სწავლობენ და არდადეგების დროს ოკუპირებულ ახალგორის რაიონში იმყოფებოდნენ საკუთარ სახლებში. თუმცა, დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვის შემდეგ დაბიდან გამოსვლას ვეღარ ახერხებენ. ანალოგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ სტუდენტები, პედაგოგოები და სამედიცინო სექტორში დასაქმებული პირები. ამ თემაზე „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის თემა“ ახალგორის გამგებელმა, ნუგზარ თინიკაშვილმა ისაუბრა.