ოკუპირებულ აფხაზეთში, სასტუმროში ხანძარი მსხვერპლით დასრულდა - Palitra News

ოკუპირებულ აფხაზეთში, სასტუმროში ხანძარი მსხვერპლით დასრულდა

2021-02-20 11:14:50+04:00

ოკუპირებულ აფხაზეთში, გუდაუთაში, კერძო სასტუმროში ცეცხლი გაჩნდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ადგილზე მისულ მეხანძრეებს შენობაში ორი ბავშვი გარდაცვლილი დახვდათ. თვითმხილველთა თქმით, სასტუმროში რუსი სამხედროების ოჯახები ცხოვრობდნენ.