ოკუპირებულ აფხაზეთში, გუდაუთის რაიონის სოფელ პრიმორსკოესთან, სამხედრო საწყობში აფეთქება მოხდა, ამის შესახებ ბი-ბი-სი-ს რუსული სამსახური იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულთა რაოდენობა 60-მდე გაიზარდა. 19 დასასვენებლად ჩასული რუსეთის მოქალაქეა. როგორც ცნობილი გახდა, მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. სოფელი დატოვეს ტურისტებმაც. თვითმხილველების ინფორმაციით აფეთქება იმნდენად ძლიერი იყო, რომ შენობები დაზიანდა, ჩაიმსხვრა ფანჯრის მინები. შემთხვევის ადგილზე ჩავიდნენ აბზახეთის დეფაქტო მთავრობის წარმომადგენლებიც.სამხედრო საწყობში ხანძარი და აფეთქება ადგილობრივი დროით 16:30 საათზე მოხდა. ფაქტის გამომწვევ მიზეზებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.