ოკუპირებულ აფხაზეთში, გასული დღის განმავლობაში, კორონავირუსის 189 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 21 250-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ე.წ. ოპერატიული შტაბი იუწყება.
ამასთან, ვირუსს გასულ ორ დღეში კიდევ 5 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რაც იმას ნიშნავს, რომ პანდემიის დაწყების დროიდან ვირუსით ოკუპირებულ რეგიონში 294-ს ადამიანი დაიღუპა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში ტესტი 559 ადამიანს ჩაუტარდა.