ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ე.წ. კორონავირუსისგან დაცვის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი 66 ადამიანს ჩაუტარდა, 3 მათგანს კი ვირუსი დაუდასტურდა. დე-ფაქტო რეჟიმის მონაცემებით, აფხაზეთში პანდემიის დაწყების დროიდან დღემდე, საერთო ჯამში, 224 ადამიანია დაინფიცირებული, აქედან 82 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 კი - გარდაიცვალა.