ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დადასტურდა. არსებული ინფორმაციით, შვიდივე დაინფიცირებული სამხედრო სასწავლებლის კურსანტია და ისინი აფხაზეთში მოსკოვიდან ჩავიდნენ. დაინფიცირებულები გუდაუთის ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების ინფორმაციით, აფხაზეთში დღემდე კორონავირუსის 35 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 27 გამოჯანმრთელდა, ერთი პაციენტი კი - გარდაიცვალა.