ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 56 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 1 პაციენტი გარდაიცვალა - Palitra News

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 56 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 1 პაციენტი გარდაიცვალა

2021-01-29 12:04:17+04:00

ოკუპირებულ აფხაზეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 56 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 1 პაციენტი გარდაიცვალა,- ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ. ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი 519 ადამიანს ჩაუტარდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 11 411 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 168 პაციენტი, 9 782 კი - გამოჯანმრთელდა.